დღის ცენტრის ბენეფიციარებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

სამტრედიის და თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა მიულოცა და კომპანიასთან „მაკდონალდსი“ თანამშრომლობით, მათთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გამართა.

„მაკდონალდსმა” ბავშვებს საჩუქრები გადასცა და საკვებით გაუმასპინძლდა.

სამტრედიისა და თერჯოლის დღის ცენტრების ბენეფიციართა ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უზრუნველყვეს.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შშმ ბავშვების სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება და ბავშვზე მზრუნველობა.

ახალგაზრდული ცენტრი უკვე მეხუთე წელია თანამშრომლობს „მაკდონალდსთან”.

ღონისძიება ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content