ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროგრამის კურსდამთავრებული ხაშურში დასაქმდა

ხაშურში მცხოვრები ლია ხაჩიძე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, რომელიც დღეს ცხოველთა კვების მაღაზიას მართავს.

“მიუხედავად იმისა, რომ დამთავრებული მაქვს სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის ზოოტექნიკური ფაკულტეტი, ჩემი ინტერესის სფერო უფრო მეტად ვეტერინარია არის. ამიტომ, ვეძებდი გადამზადების პროგრამებს. ბევრჯერ დავრეკე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მაინტერესებდა თუ არსებობდა ამგვარი გადამზადების კურსი. კონკრეტულად ამ პროგრამის შესახებ ინტერნეტის საშუალებით გავიგე. იქიდან გამომდინარე, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ, მსურდა ტერიტორიულად ახლოს მეპოვნა სასწავლო პროგრამა. საბოლოოდ კონტაქტზე გავედი EDEC-ის დასაქმების ცენტრთან გორში და წარმატებით გავიარე გასაუბრება, რის შემდეგაც ჩავერთე ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალურ პროგრამაში” – გვიყვება ლია.

ლია პროგრამის ფარგლებში თეორიულ და პრაქტკულ კურსს დაესწრო, რის შემდეგაც სამთვიანი სტაჟირება გაიარა. პროგრამის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდამ მალევე იპოვა სამსახური ხაშურში მდებარე ერთ–ერთ ვეტერინარულ მაღაზიაში. მის კომპეტენციებში შედის მომხმარებელთან კომუნიკაცია, მყიდველისთვის პროდუქციის შესახებ კონსულტანტიის გაწევა და გაყიდვების აღრიცხვის სისტემის წარმოება.

ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, 2018-2020 წლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღის მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული და
25 წლის ანა ბენდელიანმა სასურველი სამსახური, „ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისის დასაქმების ცენტრის დახმარებით იპოვა. ანამ აფხაზეთის ა/რ N5 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა
ვაკანსიის დასახელება: ფინანსური მენეჯერის ასისტენტი მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი სამუშაო ადგილი: ქუთაისი სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) გამოქვეყნების თარიღი:  2021 წლის
Skip to content