ზუგდიდში ზოგადი მასაჟის დუალური კურსის მონაწილეები სტაჟირებას გადიან

გვანცა თოდუა და მაია ხვიჩავა უკვე ერთი თვეა სტაჟირებას რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანაზიარში“ გადიან. ისინი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მასაჟის პროფესიას ეუფლებიან.

გოგონებმა სხვა 12 მონაწილესთან ერთად ზუგდიდში ზოგადი მასაჟის მომზადება–გადამზადების 200 საათიანი საგანამანთლებლო პროგრამა დაასრულეს. თეორიული კურსი საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ზუგდიდის აკადემიაში“ გაიარეს, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანაზიარში“, MTD რესურსცენტრსა და კლინიკა ,,ენ ელ აიში“. ყველა კურსამთავრებული სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებასაც აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.

,,მიუხედავად იმისა, რომ მასაჟის მიმართულებით განათლებაც და გამოცდილებაც მქონდა, საგანამანთლებლო პროგრამამ განსაკუთრებით პრაქტიკულმა ნაწილმა, სხვა შესაძლებლობები მომცა, ძალიან ძლიერმა პედაგოგებმა: თეა ჭეჟიამ, ნანა ძიძარიამ, ნინო თოდუამ გაგვიზაირეს თავიანთი გამოცდილება, სხვადასხვა მიმართულებით გავიღრმავე ცოდნა და უნარები.“ – ამბობს მაია ხვიჩავა.

 ,,აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა რამდენიმე მიმართულებით არის ჩვენთვის, დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია: პირველი ის, რომ ხარ სიახლის მონაწილე, მზად ხარ სხვებს დაეხმარო პროფესიული უნარების დაუფლებაში. მეორე – გიჩნდება დამატებითი რესურსი, რომელიც შენს სასარგებლოდ მიმართავ და მთავარი, გაქვს შესაძლებლობა შენ თავად გამოზარდო შენი ცენტრისთვის კადრები. მათ, ვინც ჩვენთან სტაჟირებას გადის, ,,თანაზიარში“ დასაქმების დიდი შანსი აქვთ“ – განაცხადა რეაბილიტაციის ცენტრ ,,თანაზიარის“ დირექტორმა ხათუნა ბეჭვაიამ.

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content