ვეტერინარის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამა 35 წლის თამარ გელაშვილისთვის საინტერესო შესაძლებობაა იმისთვის, რომ საყვარელი საქმე აკეთოს.
ცხოველების მიმართ სიყვარული მისი ბავშვობიდან იწყება, ოჯახში ყოველთვის ჰყავდათ ცხოველები, არც ახლაა გამონაკლისი, მისი საზრუნავია ფისო, თუთიყუშები, კუ და ასევე ეზოს ცუგები. ფავორიტი ცხოველი ძაღლია, განსაკუთრებით ნაგაზის ჯიში უყვარს.
ვეტერინარიის კურსი თამარისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა მნიშვნელოვანი საქმე აკეთოს, იზრუნოს ცხოველებზე და ფრინველებზე. სწროდ პრაქტიკული მეცადინეობები დაეხმარა თამარს ვეტერინარია კვალიფიციურ დონეზე შეესწავლა. დღეს მისი საქმიანობა ამ პროფესიას დაუკავშირა და დიდი სიყვარულით ზრუნავს ცხოველების ჯანმრთელობაზე. თამარი ადგილობრივ ზოომაღაზიაში „Pets Store” დასაქმდა და თავისი პროფესიაში კვალიფიციური ვეტერინარის სტატუსით სარგებლობს.
ვეტერინარის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.