თელავში ევროკავშირის ახალი პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავში, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს კახეთის მხარეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონული ჰაბების შერჩევის კრიტერიუმებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ.

პროექტი – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტის ფარგლებში 10 რეგიონული „ჰაბი” შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორს გააძლიეროს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა და შექმნას ადგილობრივ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმები.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI),ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content