კარიერული გზის პოვნა დასაქმების ცენტრის დახმარებით

25 წლის ანა ბენდელიანმა სასურველი სამსახური, „ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისის დასაქმების ცენტრის დახმარებით იპოვა.

ანამ აფხაზეთის ა/რ N5 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით განაგრძო. მას პედაგოგიური გამოცდილება აქვს. ანა ასევე მუშაობდა გაყიდვების მიმართულებით.

„პანდემიის პირობებში მოგეხსენებათ გართულდა სამსახურის მოძიება, მეც იგივე პრობლემა შემექმნა, ამიტომ როდესაც EDEC-ის პროექტის შესახებ ნაცნობისგან გავიგე დავინტერესდი, დავუკავშირდი დასაქმების ცენტრს და გადავწყვიტე მათთან თანამშრომლობა. 2021 წლის მარტში მივედი პირველად გასაუბრებაზე, სადაც შევავსე აპლიკაცია კონსულტანტებთან ერთად, ასევე წარვადგინე ჩემი რეზიუმეც. აპლიკაციის შევსების შემდეგ, განვიხილეთ სხვადასხვა პოზიციები, რომლებიც შემომთავაზეს. განვიხილეთ ყველა შესაძლო ვარიანტი, რომელიც შეესაბამებოდა ჩემს კომპეტენციასა და სურვილს. ჩემი სურვილი იყო რაიმე ახალი მეცადა, განათლების სფერო აღარ იყო ჩემთვის საინტერესო, ამიტომ შემომთავაზეს მომსახურების სფეროში არსებული სხვადასხვა პოზიციები. არჩევანი შევაჩერე ადმინისტრატორის პოზიციაზე, რომელიც ვაკანტური იყო სასტუმრო საირმეში (კურორტი საირმე). ერთ კვირაში მეორე გასაუბრება შედგა დასაქმების ცენტრში, სადაც უკვე უშუალოდ კურორტი საირმის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელს (HR) შევხვდი. მესამე გასაუბრება მქონდა სასტუმრო საირმეში, გენერალურ დირექტორთან და რამდენიმე დღეში დავიწყე სტაჟირება ადმინისტრატორის პოზიციაზე. სტაჟირების დასრულების შემდეგ HR მენეჯერმა შემომთავაზა შემეცვალა პოზიცია და HR მენეჯერის ასისტენტი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, დავთანხმდი“ – აღნიშნავს ანა.

უკვე ექვს თვეზე მატია, რაც ანა საირმეში მუშაობს. როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებს და ღირებულ გამოცდილებას იძენს – ატარებს გასაუბრებებს, აჰვყავს კადრები, აგვარებს ადმინისტრაციულ საკითხებს. მისი კომპეტენციები ასევე მოიცავს თანამშრომლების ყოველდღიურ მონიტორინგს, მათ დახმარებას, სხვადასხვა ტრეინინგების დაგეგმვას და დასაქმებულთა პროფესიული განვითარების და მოტივაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას.

როგორც ანა გვიყვება: „ძალიან მრავალფეროვან საქმიანობას ვეწევი და, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ სამსახურში კომფორტულად ვგრძობ თავს. გარდა ამისა, აქ მუშაობა დამეხმარა საკუთარ თავში გარკვევაში. ვაპირებ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ამ მიმართულებით გავაგრძელო, რაც მომავალში კარიერულ წინსვლაშიც დამეხმარება. ჩემი აზრით, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია  დასაქმების ცენტრის სერვისები, ეს დავინახე როგორც, სამუშაოს მაძიებლის, ისე დამსაქმებლის თვალით. ამჟამად, ცენტრთან ვთანამშრომლობ, როგორც დამსაქმებელი. მონაწილეობას ვღებულობთ  დასაქმების ფორუმებში და ვიცით, რომ საჭირო კადრების მოძიებაში შეგვიძლია EDEC-ის დასაქმების ცენტრის იმედი გვქონდეს“.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ექვს რეგიონში ფუნქციონირებს „დასაქმების ცენტრი“, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს კარიერული განვითარების და დასაქმების სერვისებს სთავაზობს.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content