კიბერბულინგი – ჩვენი თანამედროვე, ციფრული ცხოვრების სამწუხარო და საშიში ფენომენია, რომლის მოგვარებაც აუცილებელია

თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინება თანდათან უფრო სახიფათო ხდება, ეს ახალი და „პოპულარული“ ფენომენი კიბერბულინგია. პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება და ამით შანტაჟი, ვირტუალურ
სივრცეში მუქარა, თანატოლის ჩაგვრა ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგებსაც გვაძლევს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, პარტნიორი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის ამ თემაზე მოეწყო ონლაინ შეხვედრა ფსიქოლოგ ზანდა ჩეჩელაშვილთან.

მოსწავლეებმა პროფესიონალი ფსიქოლოგისგან მოისმინეს კიბერბულინგის საშიშროების, პრევენცისაა თუ სხვა ფაქტორების შესახებ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლემ იცოდეს კიბერბულინგის თავიდან აცილების მიზნით.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ონლაინ ჩართვა მოსწავლეების აქტიურობით წარიმართა. შემეცნებით საგანმანათლებლო ხასიათის ონლაინ-ჩართვაში ისეთი პრაქტიკული თემების განხილვას დაეთმო რაც ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებისთვის ყოველდღიურობაა, ფსიქოლოგის სწორი აქცენტები და კვალიფიციური რჩევები ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
იმისთვის რომ ახალგაზრდა არ გახდეს კიბერბულინგის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია მათი მუდმივად სწორი ინფორმირება, აღნიშნული შეხვედრის მიზანიც ადრესატამდე სწორი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content