მაია ჩადუნელი დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის მონაწილე

მაია ჩადუნელი პროფესიით ჟურნალისტია. ადამიანებთან კომუნიკაცია მისთვის უცხო არ არის, მაგრამ პატარებთან ურთიერთობის გამოცდილება აქადე არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც მეგობრისგან შეიტყო საბავშვო ბაღის აღმზრდელის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის შესახებ, საკუთარი ძალები ახალ საქმეში მოსინჯა.

მაია ერთ–ერთია ვინც საბავშვო ბაღის აღმზრდელის კურსზე მოსახვედრად გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარა. სწავლების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი სინთეზურად მისთვის საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

„მივიღე უზარმაზარი გამოცდილება. ძალიან მიყვარს ბავშვები, ყველანი განსხვავებული და თავისებურია. თვალებში ვუყურებ მათ და უკვე ვგრძნობ ვის როგორ უნდა მივუდგე, ვინ ვისთან უნდა ითამაშოს. ისინი თავად მასწავლიან ამას. გულწრფელად მიხარია, რომ ეს პროგრამა გავიარე და ასეთი სასიამოვნო სამუშაო შესაძლებლობა მომეცა.”

საბავშვო ბაღის აღმზრდელის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content