ონლაინ კონფერენცია პროგრამა “მომავლის თაობა” ფარგლებში

საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო ადამიანები განაგრძობენ მოზარდებთან შეხვედრებს ონლაინ კონფერენციებში, რომელიც პროგრამა “მომავლის თაობა” ფარგლებში იმართება.

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, მომავლის თაობის გვერდზე, დისტანციურ ჩართვას მედია წიგნიერების შესახებ საინტერესო თემებით თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის (MDF) აღმასრულებელი დირექტორი, „დოიჩე ველე აკადემიის“ მედია და ინფორმაციული წიგნიერების (MILEN) წევრი, უძღვებოდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციას შორის, როგორ გადავამოწმოთ ყალბი ინფორმაცია, ვებ გვერდები და ყალბი ფოტოები.

ონლაინ ჩართვა სპიკერსა და მსმენელს შორის კითხვა-პასუხის ფორმატში საინტერესოდ წარიმართა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content