ორგანიზაცია „რენოვაბის“ მხარდაჭერა ქუთაისის, თერჯოლის, სამტრედიის და საგურამოს დღის ცენტრებს

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ადმინისტრირებულ ქუთაისის, თერჯოლის, სამტრედიის და საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმს COVID-19–ის რეგულაციების სრული დაცვით დაუბრუნდა.
რეგულაციების დაცვის შესაძლებლობა ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოგვეცა.
ორგანიზაციამ სრულად უზრუნველყო ოთხივე ცენტრისთვის საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც საშუალებას გვაძლევს მომავალი ერთი წლის განმავლობაში უსაფრთხო გარემოში გავაგრძელოთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება.
დისტანციურ რეჟიმში სახლიდან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მონატრებულ, თბილ გარემოში დაბრუნებამ თითოეული ბენეფიციარი განსაკუთრებით გააბედნიერა.
თანამშრომლების და ბენეფიციარების უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზაცია სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და ადგილზე დაცულია ყველა წესი.
2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content