პირველი კარიერული ნაბიჯები სილამაზის ინდუსტრიაში

„არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც რწმენა იმისა, რომ ის ლამაზია!“  – სოფი ლორენი

დღეს სილამაზის საერთაშორისო დღეა. გვსურს ამ დღეს დავუკავშიროთ 29 წლის ლალი მენაღარიშვილის წარმატების ისტორია, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში მის მიერ გადადგმულ პირველ კარიერულ ნაბიჯებზე გვიყვება.

ლალი ქობულეთში სოფელ მუხაესტატეში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე მრავალფეროვანი კარიერული წარსული აქვს, ყოველთვის სურდა სილამაზის მომსახურების მიმართულებით მიეღო განათლება და დასაქმებულიყო. ცდილობდა საკუთარი ძალებით შეესწავლა ხელობა და ხშირად უკეთებდა მეგობრებს მაკიაჟს და ფრჩილის მანიკიურს.

სულ ცოტა ხნის წინ, ლალიმ მეგობრის რჩევით მიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC). EDEC–ის დასაქმების კონსულტანტმა შეაფასა ლალის უნარები და ინტერესები. შეფასების საფუძველზე, სპეციალურად მისთვის შეიქნა ფრჩხილის მომსახურების სპეციალისტის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორგანიზაციამ  ქობულეთში მდებარე სალონთან “VIP სტაილი” თანამშრომლობით განახორციელა. პროგრამის ფარგლებში, ლალიმ გაიარა 200 საათიანი სასწავლი კურსი, რომელიც მოიცავდა სამუშაოზე მიმაგრებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. ამჟამად 120 საათიან ანაზღაურებად სტაჟირებას სალონში “VIP სტაილი” გადის. სალონმა ლალისთვის პედაგოგი გამოყო და მასზე მორგებული სასწავლო და სამუშაო გარემო შექმნა.

“ამ პროგრამამ ჩემი ოცნების პროფესია სიღრმისეულად შემასწავლა. ძალიან საინტერესო იყო სასწავლო პროცესი. მივიღე ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ჩემი საქმის სრულყოფილად შესრულებაში დამეხმარება: სამუშაო გარემოს ორგანიზება, კლიენტთან ურთიერთობა, დროის მენეჯმენტი, მომხმარებელთან ერთად ხელის პროცედურის დაგეგმვა, ფრჩხილის დამუშავება და ლაქით მოხატვა, ასევე, ფრჩხილების გაფორმება თვლებითა და დამატებითი აქსესუარებით. სტაჟირების ეტაპი დამეხმარა გადამელახა გარკვეული შიში და მღელვარება, რაც სამუშაოს  შესრულებას თავდაპირველად ახლავს. ახლა სრულიად დამოუკიდებლად შემიძლია სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობა, მათ შორის, გელლაქის წასმა და ფრჩილის დაგრძელება აკრილით ან გელით” – აღნიშნავს ლალი.

ფრჩხილის მომსახურების სპეციალისტის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს (EAARA) ქვეპროგრამის „დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა” ქვეპროგრამა „შშმ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით“ სატრენინგო მომსახურების უზრუნველყოფის ფარგლებში განახორციელა.

 

1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
1. შესავალი არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების
ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ,
Skip to content