პროგრამა „მომავლის თაობა” ფარგლებში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა” ფარგლებში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც იმერეთის 55 სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

ფორუმის ფარგლებში, მოსწავლეების მიზანს მათ ირგვლივ არსებული საჭიროებების კვლევა, გამოვლენილი პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების პოვნა და შემუშავებული რეკომენდაციების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და უწყებებთან ადვოკატირება წარმოადგენდა.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თავიანთი საპროექტო ინიციატივები ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაეცნოთ და ფორუმზევე ეპოვათ პოტენციური მხარდამჭერები.

ფორუმი ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.

 

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content