პროგრამა „საქართველოს მოხალისე 2016” დასრულდა

თბილისში პროგრამის საქართველოს მოხალისე 2016” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ პროგრამის მონაწილეებს სიგელები გადასცა, ყველაზე აქტიური მოხალისეები კი დააჯილდოვა. გამოვლინდა საქართველოს საუკეთესო მოხალისეც, ეს ტიტული სამეგრელო-ზემოო სვანეთის რეგიონის წარმომადგენელს, ირაკლი ჯიქიას ერგო.

პროგრამა საქართველოს მოხალისე” 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა. შერჩეული ყველაზე მოტივირებული 128 ახალგაზრდა 3 თვის განმავლობაში ახორციელებდა მოხალისეობრივ საქმიანობას, რის ფარგლებშიც 400-ზე მეტ აქტივობაში 5000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.

პროგრამას საქართველოს მოხალისე” ახორციელებს ორგანიზაცია Helping Hand” სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content