პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ – ონლაინ პრეზენტაცია

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 16 ივლისს „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ პროექტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.

ონლაინ პრეზენტაციაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 30 სკოლის წარმომადგენელმა მიიღო. პრეზენტაციას წაუძღვა პროექტის კოორდინატორი თამარ მახარაძე, ხოლო ფასილიტაცია ინკლუზიური განათლების და განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ჟღენტმა გაუწია.

პროექტი ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქილოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი. შედეგად, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე დაინერგება 10-11 ახალი კურსი, რომელიც მომავალ პედაგოგებს საშუალებას მისცემს შეიძინონ განვითარების სხვადასსხვა დარღვევის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ცოდნა და უნარები.

ახალი კურსების პილოტირება პროექტის პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტბში 2021 წლის გაზაფხულის სემესტრიდან იგეგმება. მანამდე ქართველი პარტნიორები, უცხოელების აქტიური ჩართულობით იმუშავებენ ახალი სილაბუსებისა და საკითხავი მასალის განვითარებაზე. სამი წლის განამვლობაში, პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების, სკოლებისა და არსამთავრობო ორგნიზაციების თანამშრომლობას. ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშესაწყობად ჩამოყალიბდება თანმშრომლობის ქსელი. პროექტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყრება ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციას, რომელიც გააშუქებს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებს.

პროექტში ჩართულია: ოთხი ქართული უნივერსიტეტი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ოთხი უცხოური უნივერსიტეტი – Transilvania University of Brașov UTBv; Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW, UW და Philipps-Universität Marburg, UMR; სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელებიც შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკზე მუშაობენ – განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), „მარიანი“, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის MAEE და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

 

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content