პროფესიული გადამზადების პროგრამის მონაწილე ბათუმში დასაქმდა

28 წლის კონსტანტინე წულაძე სულ რამდენიმე კვირაა, რაც სასტუმრო ჰილტონში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დასაქმდა.

კონსტანტინემ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) კარიერული განვითარების და დასაქმების მიზნით მიმართა. EDEC–ის დასაქმების კონსულტანტმა შეაფასა მისი უნარები და ინტერესები, რომლის საფუძველზე, სპეციალურად მისთვის, შეიქმნა გაყიდვების კოორდინატორის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამა.  პროგრამის ფარგლებში მან ბათუმში სასტუმრო ჰილტონის ბაზაზე გაიარა 200 საათიანი სასწავლი კურსი, რომელიც მოიცავდა სამუშაოზე მიმაგრებულ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. 120 საათიანი ანაზღაურებადი სტაჟირების დასრულების შემდეგ, კონსტანტინე ამავე სასტუმროში წარმატებით დასაქმდა.

„დიდი ხანია ორგანიზაცია EDEC-თან ვმეგობრობ, 2015 წლიდან ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტებში. თავდაპირველად,  EDEC–ის შუამდგომლობით სამი თვის განმავლობაში ვმუშაობდი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (CCE). რაც შეეხება ამ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჰილტონში დავსაქმდი, მოსვლის დღიდან აქტიურად ვმონაწილეობდი გადამზადების ტრენინგში. სასტუმროს სპეციფიკიდან გამომდინარე, შევისწავლე ისეთი პროგრამები, რომელიც საჭიროა სასტუმროს საქმიანობის ტექნიკური მხარდაჭერისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტაჟირების ეტაპი, რადგან შევიძინე ბევრი პრაქტიკული უნარები და ცოდნა, რასაც დღეს აქტიურად ვიყენებ. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე მიმართულებით. ჩემს პასუხისმგებლობებში შედის როგორც გაყიდვების, ისე კომერციული დეპარტამენტიდან მიღებული დავალებების შესრულება” – აღნიშნავს კონსტანტინე.

გაყიდვების კოორდინატორის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს (EAARA) ქვეპროგრამის „დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა” ქვეპროგრამა „შშმ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით“ სატრენინგო მომსახურების უზრუნველყოფის ფარგლებში განახორციელა.

თანამშრომლობა პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში შედგა, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content