რუსუდან ბარამიშვილი – დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის მონაწილე

23 წლის რუსუდან ბარამიშვილი ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მას ცხოველების სიყვარულმა გადააწყვეტინა ვეტერინარიის შესწავლა.

რუსუდანმა კოლეჯიდან შეიტყო პროგრამის შესახებ, წარმატებით გაიარა გასაუბრების ეტაპი და ამგვარად დაიწყო მისი პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები. ,,კოლეჯში საფუძვლიანად გავდივართ ვეტერინარიის კურსს, მაგრამ პროგრამამ მეტწილად შემიწყო ხელი სწორედ პრაქტიკული მუშაბოთ უკეთესად გავცნობოდი სფეროში არსებულ სიახლეებს. ჩვენს პროფესიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრაქტიკული მეცადინეობები. ’’

პროგრამის ფარგლებში რუსდანმა ქალაქ გორში არსებულ ვეტერინარულ აფთიაქში „Pet Store” სტაჟირება გაიარა და დასაქმდა. დღეს ის საყვარელ საქმიანობას ეწევა – ცხოველებზე ზრუნავს.

ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content