საგურამოს დღის ცენტრს “იალონი” “როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი”-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

დღეს საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს “იალონი” “როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი”-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და ანიმატორების პერფორმანსით გაამხიარულეს.

ცენტრის ბენეფიციარები აქტიურად ჩაერთვნენ პერფორმანსში და მათთან ერთად შეასრულეს თეატრალური და მუსიკალური ნომრები. მსგავს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციას და დადებითად აისახება მათ განწყობაზე.

“როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი” დღის ცენტრის ხშირი სტუმარი და დიდი ხნის მეგობარია. კლუბის დახმარებით და ჩართულობით დღის ცენტრში არაერთი ღონისძიება და აქტივობა განხორციელებულა.

რეგულაციების სრული დაცვით დღის ცენტრების ოპერირების შესაძლებლობა ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოგვეცა.

გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
Skip to content