საგურამოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი გაიხსნა, რომელსაც ადმინისტრირებას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაუწევს.

დღის ცენტრით სარგებლობა შეეძლებათ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე სრულწლოვან პირებს. ცენტრის მომსახურება მოიცავს ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას, ფსიქოლოგისა და ოკუპაციური თერაპევტის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას.

დღის ცენტრის გახსნას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი და მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე ესწრებოდნენ.

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლია კილაძემ ორგანიზაციის სახელით ლიბერთი ბანკს, იაპონიის საელჩოსა და მაკლეინის ასოციაციას დღის ცენტრის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოები გადასცა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content