საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე დისტანციური კონფერენციები გრძელდება

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიზანია ონლაინ
კონფერენციებს შემეცნებითი სახე ჰქონდეს. თქვენი ჩართულობა და აქტიურობა მნიშვნელოვანია.
ამჯერადაც სპეციალურად თქვენთვის შეირჩა თემები, რომლებზეც პასუხი მნიშვნელოვანია პროფესიონალისგან
მივიღოთ.

23 აპრილს ონლაინ კონფერენციას პროგრამა „მომავლის თაობის“ მონაწილე
სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის ფსიქოლოგი მარიამ აბულაძე წარუძღვა.

თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში დღეს დიდ პრობლემას წარმოადგენს
ოჯახური კონფლიქტები, რასაც ბევრ სავალალო შემთხვევამდეც კი მივყავართ. რა იწვევს ოჯახურ
კონფლიქტებს; რა ზიანის მოტანა შეუძლია ოჯახში გაღიზიანებადობას; რა შედეგებამდე მივყავართ
ოჯახის წევრებს შორის არსებულ ინტერესთა სხვადასხვაობას; რა უნდა ვიცოდეთ კონფლიქტური
სიტუაციების მართვისთვის დროს და არსებობს თუ არა პრევენციული მიდგომები ურთიერთობისას,
ეს იყო ის ძირითადი თემები რაც კონფერენციის მსვლელობისას განიხილა პროფესიონალმა ფსიქოლოგმა.
საინტერესო რეკომენდაციებიც შესთავაზა ონლაინ მსმენელებს და შეხვედრა ნაყოფიერად დასრულდა.

პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო
განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ.
იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content