საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა

ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული კოლეჯების, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, რეკრუტორ კომპანიებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სასწავლებლების პროგრამებს, მოენახულებინათ ზემოთ აღნიშნული დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური ბაზები, სამანქანე განყოფილების ლაბორატორიები, სასწავლო-საწვრთნელი აუზები და დაკვირვებოდნენ სიმულაციურ აქტივობებს, როგორებიც არის წყალზე გადარჩენის წვრთნის დემონტრაცია და სამაშველო ნავის ჩაშვება.

ვიზიტების ფარგლებში, უცხოელი გემთმფლობელი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

საზღვაო ბიზნეს ფორუმი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – სწავლა, წრთვნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის! LEARN) ფარგლებში, რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ,  აჭარის დასაქმების სააგენტოსთან და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან  პარტნიორობით განხორციელდა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
27 ივლისს, ბათუმში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის – სწავლა, წრთვნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის! LEARN) ფარგლებში, საზღვაო
Skip to content