სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით მეწარმეთა ონლაინ B2B ფორუმი ჩატარდა

13 ოქტომბერს პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში სამეწარმეო სკოლის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით მეწარმეთა ონლაინ B2B ფორუმი ჩატარდა.

ღონისძიება ე.წ. ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, რომელიც გულისხმობდა ფიზიკური ღონისძიებისა და ვირტუალური B2B შეხვედრების კომბინირებულ რეჟიმში წარმართვას.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 15 მეწარმე შიდა ქართლის და სამეგრელოს რეგიონებიდან, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს პროექტის ფარგლებში დაარსებული „სამეწარმეო სკოლა“, მისი დახმარებით შეძლეს საკუთარი საქმის წამოწყება და განავითარეს ბიზნესი ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა ხელნაკეთი ნივთების წარმოება, ტურისტული სააგენტო, ესთეტიკის ცენტრი, სწრაფი კვების ობიექტი და ჩირის საწარმო.

ფორუმის მეშვეობით, დამწყები მეწარმეები 50–მდე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებზე შედგა მეწარმეების პროდუქციის განხილვა, მიღწეულ იქნა არაერთი შეთანხმება და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

ონლაინ ფორუმი სიტყვით გახსნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ – ლიკა კილაძემ. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს „ევროკავშირის წარმომადგენობა საქართველოში“ პროგრამების მენეჯერმა ნინო სამველიძემ, „ლტოლვილთა დანიის საბჭოს“ პროექტების მენეჯერმა ნინო ხოხობაიამ და „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის მოადგილე ქრისტინა კაპანაძემ.

პროექტი – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ – იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტს საქართველოში ახორციელებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content