სოფელ ხოფურში მოსწავლეთა ინიციატივით ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი“მინერალური წყალი – ხოფური” განახორციელა.


პროექტის მიზანს სოფელში არსებული მინერალური წყლის გამოკვლევა, პოპულარიზაცია და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენდა.


პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მისასვლელი გზა, სადაც განთავსდა საინფორმაციო ბანერი. ასევე დაიდგა მოსასვენებელი ძელსკამები და გაიწმინდა წყლის რეზერვუარი. 


“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, თუ როგორ გვარდება მოსწავლეთა მიერ ინიცირებული პრობლემა. ადგილობრივი ხელისუფლება ყველა იმ დანაპირებს ასრულებს, რაც მოსწავლეებს პროექტის განხორციელებისას მისცეს. დღეს ხოფურის მინერალური წყალი უკვე არის ტურისტებისთვის საინტერესო ადგილი.“ – ამბობს შორენა ქურასბედიანი, ხოფურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.


სამოქალაქო განათლების პროგრამას “მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content