სოფო ნოზაძე – სამეწარმეო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული

სოფო ნოზაძე ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია სამეწარმეო სკოლისა, რომელიც “ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის” პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.

სოფომ ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობა წამოიწყო პარტნიორ მარიამ თურაზაშვილთან ერთად. კერძოდ, გორში, სტალინის #48-ში არსებულ სივრცეში, სახელწოდებით „ფოშ“, გოგონები ძალიან გემრიელ პროდუქტებს ქმნიან.

„პროექტის მსვლელობა მთლიანობაში ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით კულმინაცია, როცა ცდილობ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში აამუშავო. ეს საინტერესო გამოწვევაა, ადრენალინია, როცა ცოტა გეშინია, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავში პოულობ ძალას, და ყველაფერი გამოდის, გამოგდის სხვა ადამიანების თანადგომით – „სამეწარმო სკოლის გუნდი დღემდე აქტიურად მიდგას მხარში. მათთან ერთად, მათსავე კონსულტაციებით დამუშავდა „ფოშ ბარის“ ბიზნესგეგმა. ყველაზე მთავარი მხარდაჭერა ჩემთვის, როგორც დამწყები მეწარმესთვის, მენტორთან დაკავშირება გახლდათ. ჩემი მენტორი გამოცდილი, შეფმზარეული საბა იჩქიტიძე იყო, რომელიც მენიუს შექმნაში დაგვეხმარა და დასამზადებელი პროდუქციის რეცეპტები გაგვიზიარა.”

პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

„პროექტის მიზანი  წალკის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების: ცხოველების დაცვა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება  წვლილის შეტანა იყო“. –  ბარეთის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ელოშვილი
ტენდერი გამოცხადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება, სოციალური სტუდენტური
ქუთაისის ი.გოგებაშვილის პირველი საავტორო სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლე ელისაბედ გოშხეთელიანი, EDEC-ის მიერ შექმნილი ონლაინ სწავლების პლატფორმის elearning.edec.ge პირველი კურსდამთავრებულია, რომელმაც წარმატებით გაიარა ონლაინ კურსი „ყველაფერი
Skip to content