სოციალურმა საწარმოებმა “ფარშევანგი” და “იალონი” სააღდგომო ბაზრობაში მიიღეს მონაწილეობა

25 აპრილს თბილისში, ორბელიანის მოედანზე, სოციალურ საწარმოთა ალიანსმა სააღდგომო ბაზრობა გამართა, რომელშიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით შექმნილმა ორმა სოციალურმა საწარმომ “ფარშევანგი” და “იალონი” მიიღო მონაწილეობა.

სააღდგომო ბაზრობა მიზანად ისახავდა სოციალური საწარმოების ეკონომიკურ გაძლიერებას პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში.

სოციალურმა საწარმომ “ფარშევანგი”, რომელიც ქუთაისში მდებარეობს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი პირების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას, სააღდგომოდ, ქვილინგის ტექნიკით დამზადებული მისალოცი ბარათები წარმოადგინა.

“იალონი” შშმ პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სოციალურმა საწარმომ სააღდგომო თემატიკის მრავალგეროვანი ხელნაკეთი სუვენირები წარმოადგინა.

სააღდგომო ბაზრობაზე 17–მა სოციალურმა საწარმომ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი წიგნის – „მარნის მასპინძლის“ პრეზენტაცია გაიმართა.  სახელმძღვანელოს წარდგენა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ (EDEC),
2023 წლის 15 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში, გორში, თემატური შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი იყო
10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,  საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების
Skip to content