ქუთაისის დღის ცენტრს საქართველოს პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს ეწვივნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო და თერაპიის ოთახები, გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ყოველდღიურ პროგრამებს, რომელიც ბენეფიციარების ფუნქციური და აკადემიური უნარების განვითარებისთვის ხორციელდება. სტუმრებმა ასევე მოინახულეს დღის ცენტრის ბაზაზე არსებული სოციალური საწარმო “ფარშევანგი”.

ვიზიტის დასასრულს, პირველმა ლედიმ პატარებს ზღაპარი “მძინარე მზეთუნახავი” წაუკითხა.

დღის ცენტრების პროგრამა ხორციელდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content