ქუთაისის ხანდაზმულთა სახლში ფილმის ჩვენება მოეწყო

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ხანდაზმულთა სახლს ესტუმრნენ და ბენეფიციარებთან ერთად დოკუმენტურ ფილმს ნაირა და ნორიკო” უყურეს.

დოკუმენტური ფილმი ორი ქუთაისელი ქალის, 77 წლის ნაირასა და 87 წლის ნორიკოს მეგობრობაზე მოგვითხრობს. ქალბატონების ურთიერთობას ფიზიკური დისტანცია ხელს ვეღარ უშლის და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ისინი ისევ ახერხებენ ერთად სიმღერას.

ახალგაზრდული ცენტრის წევრები ხშირად სტუმრობენ ხანდაზმულთა სახლს. მათი სურვილია თაობებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან და ხანდაზმული ადამიანები მუდმივად ახერხებდნენ საზოგადოებაში სოციალიზაციას.

ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content