ქუთაისში ახალგაზრდული იმიტირებული არჩევნები გაიმართა

პროექტის “U18 – მეტი შეგვიძლია!” ფარგლებში ქუთაისის სკოლების მოსწავლეებისა და ახალგაზრდული ცენტრის წევრების მონაწილეობით იმიტირებული არჩევნები გაიმართა.


არჩევნები ქართული საარჩევნო სისტემის იდენტური მოდელით ჩატარდა. მოსწავლეებმა არჩევნების პროცესში მონაწილე სუბიექტების როლები მოირგეს: წამოაყენეს კანდიდატურები, ჩაატარეს კამპანია, მონაწილეობა მიიღეს უშუალოდ ხმის მიცემისა და შედეგების დათვლის პროცედურებში.


პროექტს “მეტი შეგვიძლია! – ბავშვებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში“ საქართველოში “საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია” (SIQA) ახორციელებს. ქუთაისში პროექტის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).


პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბებას,  მოამზადოს მომავალი ამომრჩეველი როგორც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე პასუხისმგებლიანი და გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content