ქუთაისში დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ფუნქციონირებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ESCape- დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” ფარგლებში, 2021 წლის ივლისიდან ქუთაისში ფუნქციონირება დაიწყო დასაქმების ხელშეწყობის ცენტრმა.

ცენტრში სპეციალურად შერჩეული და გადამზადებული  კონსულტანტები / ჯობ ქოუჩები ბენეფიციარებს სთავაზობენ კარიერის ინდივიდუალური დაგეგმვის, პროფესიული გადამზადების, სასურველ სფეროში სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის სერვისებს.

ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომელთაც აქვთ სულ მცირე სამწლიანი კარიერული წყვეტა, NEET ახალგაზრდებს (ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ არ ჩართულან დასაქმების, განათლების ან გადამზადების პროცესში), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პენსიონერებს, მარტოხელა მშობლებს და ძალადობის მსხვერპლ პირებს.

ცენტრის ძირითადი მიზანია აუთვისებელი ადამიანური რესურსის გააქტიურება და მისი ჩართვა ქვეყნის შრომით ბაზარზე. ამისათვის, ცენტრების მეშვეობით მისი ბენეფიციარები გაეცნობიან არსებულ შესაძლებლობებს, მიეცემათ საშუალება ისწავლონ და გაიუმჯობესონ უნარები, გაიარონ ტრენინგი, გაიუმჯობესონ საპრეზენტაციო უნარები და ამ გზით მოიპოვონ უპირატესობა სხვა სამუშაოს მაძიებელთა შორის. ქოუჩინგის მთელი არსი ეყრდნობა განგრძობით კონსულტირებას, ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარებისა და პროფესიული ზრდის პროცესის ხელშეწყობას.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისთან (FES Georgia) ერთად შედის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), დემოკრატიის განვითარების სააგენტო (DDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC).

პროექტის მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა თბილისსა და საქართველოს ექვს შერჩეულ რეგიონში: აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, შიდა ქართლი. აღნიშული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ, დასაქმების სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების და შესაბამისი სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების გზით, და მეორე მხრივ, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას შრომის მაძიებლებისთვის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, ინტენსიური სწავლების და მენტორობის ახალი მოდელის დანერგვის გზით, რაც მათ კომპეტენციებსა და უნარებს აამაღლებს და მათვის რეალური დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს.

ქუთაისის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მისამართია: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #19; საკონტაქტო ნომერი: +995 593 09 11 77

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
2022  წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის –
დღეს, კიდევ ერთი წარმატებული დასაქმების შესახებ გიამბობთ. 22 წლის ანანო გუმბერიძემ პროექტის შესახებ მეგობრისგან შეიტყო, ქუთაისის დასაქმების ცენტრში მივიდა და დასაქმების კონსულტანტებთან გასაუბრება გაიარა.
ვაკანსიის დასახელება: საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის პედაგოგი ვაკანსიის ადგილმდებარეობა: საგურამო მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გამოქვეყნების თარიღი:  2022
Skip to content