ქ. ზუგდიდში დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

24 ოქტომბერს, ქალაქ ზუგდიდში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის ლურჯი მოცვის აგროკონსულტანტის, საბავშვო ბაღის აღმზრდელის, სტილისტის, გიდისა და მძღოლი გიდის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამები განხორციელდა. მათში მონაწილეობა ჯამში 53–მა ადამიანმა მიიღო.

სასწავლო პროგრამები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. კურსდამთავრებულებმა 3 თვიან ანაზღაურებადი სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში გაიარეს.

პროგრამების ფარგლებში EDEC თანამშრომლობდა არაერთ ადგილობრივ კომპანიასთან და სასწავლო დაწესებულებებთან, მათ შორისაა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი, საზოგადოებრივი კოლეჯი „ზუგდიდის აკადემია“, „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია“, სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრში ,,AGROსახლი” და სალონები „მერლინ მონრო“, „მელაიჯი“, „ნენსი“, „ნანო“, „მარტა“, „დონარა“ და „ჰოლივუდი“.

პროგრამის ბენეფიციარებს სერტიფიკატები EDEC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა გადასცა.
„ჩვენი ორგანიზაცია უკვე 12 წელია, რაც განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების, პრობლემების გადაწყვეტის, მდგრადი მოდელების შექმნის და მათი განხორციელებისა და დანერგვის მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს. კონკრეტულად ამ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან თანამშრომლობით, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმების ხელშეწყობაზე ვმუშაობთ. ტრენინგ–კურსის ეფექტურობას ზრდის დუალური განათლების, ე.წ. სამუშაოზე მიმაგრებული სწავლების მეთოდი. პროექტით დღემდე სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში მცხოვრებმა 200–მდე 16–დან 35 წლის ახალგაზრდამ ისარგებლა,“ – განაცხადა ნათია ნამიჭეიშვილმა.

სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა EDEC-ის საქმიანობისა და საჯარო გამოსვლებისა და დებატების კურსის შესახებ პრეზენტაციას მიეძღვნა. მონაწილეებმა კურსის პროგრამა დეტალურად გაიცნეს  და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები
13 ოქტომბერს პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნა
13 ოქტომბერს პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის!” ფარგლებში რიგით მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული
Skip to content