განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ადაპტირებული ტრანსპორტისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების თემაზე დისკუსია გაიმართა.
დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც ქალაქ ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოწვეულმა ექსპერტმა, ქალაქ თბილისის მერის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა სოფრომაძემ ისაუბრა.
ადგილობრივ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა, ნინო თვალთვაძემ.
დისკუსია ორგანიზებული იყო პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” (EDEC) და „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.