შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების თემაზე დისკუსია გაიმართა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ადაპტირებული ტრანსპორტისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების თემაზე დისკუსია გაიმართა.

დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომელსაც ქალაქ ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე მოწვეულმა ექსპერტმა, ქალაქ თბილისის მერის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა სოფრომაძემ ისაუბრა.

ადგილობრივ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა, ნინო თვალთვაძემ.

დისკუსია ორგანიზებული იყო პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” (EDEC) და „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

 

მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content