წარმატების ისტორია – ალექსანდრე ვათიაშვილი

გორში მცხოვრები ალექსანდრე ვათიაშვილი ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. მან საკუთარი ძალებით მოაშენა მეცხოველეობის ფერმა და აწარმოებს ნატურალურ რძის პროდუქტებს.

“ჩემს პროფესიულ წინსვლაში ძალიან დამეხმარა  ვეტერინარ–ტექნიკოსის კურსი და რა თქმა უნდა, ფერმის განვითარებაშიც დიდი როლი ითამაშა. ბევრი რამ ვისწავლე მსხვილფეხა რქოსან ცხოველებზე, მათ შორის ცხოველებში სხვადასხვა დაავადებების გამოვლინებების, მათი მკურნალობის მეთოდების და საჭირო წამლების შესახებ.”

ალექსანდრეს ფერმაში ამჟამად 12 სული ცხოველი ჰყავს და რძის პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახერხებს. ახალგაზრდა ფერმერი სამომავლოდ ფერმის გაფართოვებას და რძის გადამამამუშავებელი საწარმოს შექმნას გეგმავს. საკუთარი პროდუქციის ეტიკეტირების შემდეგ, ალექსანდრე ნატურალურ რძესთან ერთად ყველის, ნადუღის და კარაქის წარმოებას აპირებს.

ვეტერინარ–ტექნიკოსის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, 2018-2020 წლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content