წარმატების ისტორია გორიდან

ლაშა ტარუაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად  გორში, სასტუმრო ,,ლაქი”– ში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. დასაქმების ცენტრის შესახებ მან მეგობრისგან გაიგო და ადგილზე მივიდა. დასაქმების კონსულტანტებმა მისთვის საჭირო თემებზე კონსულტაციები გაუწიეს და მიმდინარე ვაკანსიების შესახებ   ინფორმაცია მიაწოდეს. ლაშას გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა რეზიუმე და მისი ინტერესების გათვალისწინებით წრაფად მოხდა დაკავშირება სასტუმრო ,,ლაქი”–სთან. წარმატებული გასაუბრების შემდეგ ლაშა სამსახურში აიყვანეს.

,,ეს სამსახური ჩემთვის იყო ერთგვარი გამოწვევა, რადგან აღნიშნულ სფეროში გამოცდილება არ მქონდა, თუმცა ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი. აქ დამხვდა ძალიან მეგობრული გარემო და გუნდი, რომელიც აძლიერებს ჩემს მოტივაციას. გავიუმჯობესე  დროის სწორად მართვისა და ადმიანებთან სწორი კომუნიკაციის უნარები. ,,ლაქი” ჩემთვის ის ადგილია სადაც მისვლა მიხარია’’–  გვიყვება ლაშა.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content