წარმატების ისტორია გორიდან

თამუნა ქოქოშვილი გორის სილამაზის სალონში  ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე მუშაობს.

,,ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია კმაყოფილი მომხმარებელია. ”

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის შესახებ  ვერხვების დევნილთა დასახლებაში გავიგე და გადავწყვიტე ადგილზე მისვლა. დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი ვიყავი, ამიტომ არ ვიცოდი რა სფეროში მომესინჯა საკუთარი თავი.   კონსულტანტებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა კომპეტენციების ამაღლების საჭიროება. დავეუფლე ისეთ ტექნიკებს,  როგორიც არის სამოტივაციო წერილის წერა და დამსაქმებელთან საკუთარი უნარების სწორად წარმოჩენა. შეძენილი ცოდნა საკუთარი თავის აღმოჩენაში, ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვაში დამეხმარა.   მალევე დასაქმების ცენტრმა ერთ–ერთ სილამაზის სალონთან დამაკავშირა,  სადაც მქონდა შესაძლებლობა შემესწავლა ლაზეროთერაპევტის პროფესია და  დავსაქმებულიყავი. დაახლოებით ერთ თვეში უკვე შევძელი პირველი მომხმარებლის მიღება, რამაც მეტი ძალა და მოტივაცია მომცა. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მაქვს ახალი პროფესია და სამუშაო ადგილი,  სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
ბათუმში გამართული საზღვაო ბიზნეს ფორუმის მეორე დღე,  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საინფორმაციო ტურებს მიეძღვნა, რომლის ფარგლებში,  ქართველ და უცხოელ ექსპერტებს,
Skip to content