წარმატების ისტორია – ვალენტინა გოგიძე

ვალენტინა გოგიძემ დუალური განათლების მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა “სერვირება და სერვის პლიუსი” წარმატებით დაასრულა და ამჟამად ქალაქ გორში სუპერმარკეტების ქსელში “ჯიბე” გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზეა დასაქმებული.
“პროგრამაში მონაწილეობა 2020 წელს მივიღე. გორის უნივერსიტეტში შევისწავლე თეორიული ნაწილი, ხოლო პრაქტიკული ნაწილი და სტაჟირების ეტაპი “ჯიბეში” გავიარე. სტაჟირების ვადის ამოწურვის შემდეგ დავსაქმდი ამავე სუპერმარკეტში.”
კოვიდსიტუაციამ და დაწესებულმა რეგულაციებმა ვალენტინა არ შეაშინა. ის აქტიურად აგრძელებს მუშაობას, დილით უზარმაზარი სუპერმარკეტისკენ ენერგიულად მიემართება, ხოლო საღამოს ერთი სული აქვს სახლში მივიდეს, სადაც მას პატარა ლიზი ელოდება.
დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამები, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს „კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“ კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის  და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის გაიმართა მორიგი  ვორკშოფი  თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და მისი მონიტორინგი“, რომლის მიზანს  წარმოადგენდა ახალგაზრდული
გვანცა მელაშვილი ამჟამად ლიბერთი ბანკში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს. „ის რაც მოსაწყენად გეჩვენება დღეს,  შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ხვალ და მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს“.
Skip to content