წარმატების ისტორია თელავიდან

ნანა ჭიკაძე „ისწავლე დასაქმებისთვის“ პროექტის კიდევ ერთი წარმატებული ბენეფიციარია თელავიდან.

მან დასაქმების მიზნით მიმართა თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (TEDEC). ცენტრში ნანას დასაქმების კონსულტანტები გაესაუბრნენ, დაარეგისტრირეს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში, მოინიშნეს მისი მონაცემები განათლების და სამუშაო გამოცდილების შესახებ და გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაცია.

კონსულტანტებმა ნანას, მისი ინტერესების შესაბამისად, რამდენიმე სამუშაო ადგილი შესთავაზეს. სამუშაოს მაძიებლისთვის ყველაზე საინტერესო ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიცია აღმოჩნდა, რომელსაც თელავში სამშენებლო სარემონტო სამუშაოების მაღაზია “მზის სხივი” სთავაზობდა.

„ცენტრის დახმარებით ვიპოვე ჩემს ინტერესებზე მორგებული სამსახური. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ მუშაობით. მაქვს შესაძლებლობა რომ პროფესიულად გავიზარდო და ახალი უნარები შევიძინო. დღემდე მაქვს კომუნიკაცია დასაქმების კონსულტანტებთან. ისინი მუდმივად ინტერესდებიან ჩემი საქმიანობით, რაც ძალიან სასიამოვნოა“ – აღნიშნავს ნანა.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ექვს რეგიონში ფუნქციონირებს „დასაქმების ცენტრი“, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს კარიერული განვითარების და დასაქმების სერვისებს სთავაზობს.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content