წარმატების ისტორია იმერეთიდან

გოგა ცირეკიძე, ამჟამად ,,ლიბერთი ბანკის“  აეროპორტის ფილიალში, მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს

,,მაქვს  სამსახური, რომელიც საშუალებას მაძლევს დრო სწორად  გავთვალო და სასარგებლო საქმე ვაკეთო“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების  IV კურსის სტუდენტი ვარ. ძალიან მინდოდა სწავლის გრაფიკზე მორგებული სამსახურის პოვნა – ღირსეული ანაზრაურებით.  დახმარებისთვის დასაქმების ცენტრს მივმართე. დასაქმების კონსულტანტებმა მომცეს მოტივაცია, რომ სრულად მომეხდინა ჩემი შესაძლებლობების რეალიზება. დასაქმებამდე იყო ეტაპები: ტესტირება, სტაჟირება და გასაუბრება. სამუშაოზე მიმაგრებული სტაჟირებით, კომპანიამ საშუალება მომცა საკუთარი უნარები მაქსიმალურად გამომეყენებინა და ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნა დამეკმაყოფილებინა. მიმაჩნია, რომ დასაქმების საშუამავლო სერვისით სარგებლობა ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას, გაძლევს ზუსტ მიმართულებას და გეხმარება  შესაძლებლობების  მაქსიმალურად  გამოვლენაში. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო: ნუ დასხდებით უმოქმედოთ, იმოძრავეთ, იბრძოლეთ, დაიწყეთ დაბალი პოზიციიდან, სწორედ ეს  გაგიჩენთ ინტერესს, რომ  განვითარდეთ და მეტ წარმატებას მიაღწიოთ.

2023 წლის 28 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“, განთლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა წვრთნა მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს
2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით
Skip to content