წარმატების ისტორია კახეთიდან

,,ეცადეთ ცხოვრებას ოპტიმისტურად შეხედოთ, ხშირ შემთხვევაში კარი  მაშინ იღება, როცა საერთოდ არ ველით’’

ადგილი სადაც ვმუშაობდი, გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიხურა   და უმუშევარი დავრჩი.  შესაბამისად ძალიან ვღელავდი, არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა. მეგობარმა მითხრა რომ არსებობდა  დასაქმების ცენტრი თელავში, რომელსაც ჩემი დახმარება შეეძლო. გადავწყვიტე ბედი მეცადა. დავუკავშირდი მათ და დასაქმების კონსულტანტებს გავესაუბრე. ასე ჩაინიშნა ჩვენი პირველი შეხვედრა. ადგილზე მისვლისთანავე გავაცნობიერე რომ არ შევმცდარვარ. ძალიან თბილი გარემო დამხვდა. კონსულტანტებმა, ჩემი გამოცდილება და ინტერესები გაითვალისწინეს და  შესაბამისი სამსახურის მოძიება დაიწყეს. მოკლე დროში აღმოაჩინეს ვაკანსია და ჩანიშნეს გასაუბრება პოტენციურ დამსაქმებელთან. წარმატებული გასაუბრების შედეგად, უმოკლეს დროში მოხდა ჩემი დასაქმება  საბავშვო ბაღში ,,ეკო გარდენი’’ მზარეულის პოზიციაზე.

აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ,  რადგან დღეების გატარება მეგობრულ და სიყვარულით სავსე გარემოში მიწევს. მე,  ჩემის მხრივ,  მაქსიმუმს ვაკეთებ რომ იმედი არავის გავუცრუო.

30 ნოემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) აჭარის დასაქმების სააგენტოსთან პარტნიორობით (EAARA) პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის დახურვის ღონისძიება გამართა.
„ორგანიზაციის დაარსების უპირველესი მიზანი ახალგაზრდებისთვის მოტივაციის და ბიძგის მიცემაა, ჩვენ, ახალი თაობა, დიდი ძალა ვართ და შეგვიძლია შეცვალოთ ირგვლივ არსებული არაჯანსაღი გარემო“  პროექტი „ახალგაზრდები
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს  მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციებისთვის, რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის
Skip to content