33 წლის სოფო კოჩიშვილი მედდის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულია და ამჟამად ქარელის რაიონში სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კოვიდცენტრში მუშაობს. სოფო პედიატრიის მიმართულებით არის დასაქმებული, თუმცა კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, დროებით დამხმარე სანიტრად მუშაობს.
სამედიცინო სფერო ყოფელთვის აინტერესებდა და ბავშვობიდან იცოდა რომ ამ მიმართულებით აირჩევდა პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ განთალება მიღებული აქვს მეანის მიმართულებით და საკუთარი თავი რეანიმაციულ განყოფილებაშიც გამოსცადა, სოფომ გადაწყვიტა კიდევ უფრო გაეღრმავებინა ცოდნა და შეეძინა პრაქტიკული უნარები და ჩაერთო მედდის დუალურ პროგრამაში. გაიარა როგორც თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ისე სტაჟირების ეტაპი და წარმატებით დასაქმდა.
„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია მაქვს და ეს სპეციალობა მუდმივად საჭიროებს სწავლას და უნარების განვითარებას. ყველაზე მეტად პაციენტებთან ურთიერთობა და მათი დახმარება მსიამოვნებს. მიხარია, რომ საშუალება მაქვს მათ ჩემი საქმით დავეხმარო და ასევე თბილი სიტყვებით და დამოკიდებულებით უკეთ ვაგრძნობინო თავი.“
მედდის დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.