„ჯადოსნური სამყარო” მაკდონალდსის სოციალურ კამპანიაში ჩაერთო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი ჯადოსნური სამყარო” მაკდონალდსის სოციალურ კამპანიაში უფრო ახლოს, უფრო მარტივად!” ჩაერთო.


კამპანიის ფარგლებში, რომელსაც სააგენტო ბეთერფლაი” ახორციელებს, დღის ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით მრავალი აქტივობა დაიგეგმა. სააგენტოს წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში დღის ცენტრის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცნენ და ბავშვებთან ერთად აწყობდნენ შემეცნებით, მუსიკალურ და სახელოვნებო აქტივობებს, ფილმის ჩვენებებსა და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს.


ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მხატვრული ნამუშევრები შექმნეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი “ბეთერფლაიმ” რუსთაველის გამზირზე, ზურაბ კუხიანიძის ძეგლის მიმდებარედ მდგარი შენობის კედელზე გადაიტანა და ბელას, ბერდიას, ბაქარისა და ასადის მიერ ქაღალდზე დახატული ნამუშევარი უზარმაზარ, შთამბეჭდავ კედლის მოხატულობად აქცია.


კამპანიას მაკდონალდსი საქართველოს ხუთ ქალაქში მართავს და მის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

დარეჯან ცირამუა, ამჟამად ნატახტარში,  ფუდ ალიანის საწარმოში მცხობელის პოზიციაზე მუშაობს.  თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში,  ფუდ ალიანსის საწარმოში ვმუშაობ.  სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ვარ – იძულებით გადაადგილებული პირი.  2008 წლის
2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი
2023 წლის 23 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის –
Skip to content