ჰამბურგმა ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა

ჰამბურგში ქართველი პარტნიორების სასწავლო ვიზიტი დასრულდა. პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) , საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის (CHCA) კოლეჯების ,,ბლექსი’’ ,,ახალი ტალღა’’,  ,,კონსტრუქტ2’’ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგის’’ წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ჰამბურგში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელად საქართველოში დუალური განათლების მოდელის დანერგვის ხელშეწყობასა და განვითარებაზე, განესაზღვრათ  მომავალი აქტივობები, გაცნობოდნენ  ამ სფეროში არსებულ ინოვაციურ მიდგომებსა; მოენახულებინათ დუალური სატრენინგო ცენტრი, პროფესიული სასწავლებლები, სავაჭრო პალატა, კამპუსები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული გახლდათ ჰანზას პარლამენტისა და  „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V) მიერ.

პროექტი „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“  (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს  ტექნიკური მომსახურების  სფეროში ახალი სერვისებისა  და ე.წ. ,,ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვას საქართველოში.

ფესიული პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, კოლეჯ კონსტრუქტ2ში საგანმანათლებლო პროგრამების ღია კარის დღე მოეწყო. ღონისძიებას 200-მდე ზესტაფონისა და ხარაგაულის სკოლის მოსწავლე დაესწრო, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ამომწურავ
„პროექტის განხორციელება პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას ავუმაღლოთ ცნობიერება მოხალისეთა უფლება-მოვალეობების შესახებ და ამით უზრუნველვყოთ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნების განხორციელება.  გარდა
2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული
Skip to content