ახალგაზრდა რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ ექთნობა გადააწყვეტინა

გორში მცხოვრებმა 32 წლის მაკა ოქრუაშვილმა პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის” შესახებ FACEBOOK პლატფორმით შეიტყო. მაკას სურვილი ჰქონდა სამედიცინო სფეროში დასაქმებულიყო. სწორედ ამ მიზნით მიმართა „დასაქმების ცენტრს“.

ვინაიდან სამუშაოს მაძიებელს არ ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო განათლება, დასაქმების კონსულტანტებმა საზოგადოებრივ კოლეჯთან „ამაგი“ დააკავშირეს, დაეხმარნენ პრაქტიკოსი ექთნის ორწლიან პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირებაში და მისაღები გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალაც გადასცეს.

„დიდი ხანია საექთნო საქმით ვარ დაინტერესებული, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, სწავლისგან თავს ვიკავებდი. მაგრამ ახლა, როცა კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს და ექთნის დახმარება ასეთი საჭირო და ღირებულია, ამ პროფესიის შესწავლის სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა. ძალიან მინდა ექთნის საქმე კარგად შევისწავლო და ჩემს ქვეყანას ვემსახურო“ – აღნიშნავს მაკა.

დასაქმების კონსულტანტების დახმარებით, მაკამ პარალელურად კლინიკაში „გორმედი“ დაიწყო სანიტრის პოზიციაზე მუშაობა. დიდი პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით აკეთებს საკუთარ საქმეს და ახალი პროფესიის შესასწავლად ემზადება.

პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ექვს რეგიონში ფუნქციონირებს „დასაქმების ცენტრი“, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს კარიერული განვითარების და დასაქმების სერვისებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content