განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებისთვის ვორქშოფი გამართა თემაზე „ახალგაზრდული საქმიანობის ფუნქცია, როლი და სარგებელი მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების პროცესში“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება, მათთვის მნიშვნელოვანი უნარებისა და საკვანძო კომპეტენციების განვითარების, ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების შესახებ. ვორკშოფს ახალგაზრდული მუშაკი, ახალგაზრდული სფეროს ექსპერტი მარიამ ზაზაძე უძღვებოდა.
ვორქშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.