გორელი მზარეულის წარმატების ისტორია

გორში მცხოვრები ერასტი არჩვაძე უკვე 4 თვეა, რაც გორში რესტორანში “თევზის სახლი” მზარეულის პოზიციაზეა დასაქმებული. მან მზარეულის პროფესია გასულ წელს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ განხორციელებული მზარეულის დუალური პროგრამის ფარგლებში შეისწავლა.

“ეს იყო 6 თვიანი პროგრამა. სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლების შემდეგ სტაჟირება რესტორანში “რანჩო ვარიანი” გავიარე” – აღნიშნავს ერასტი.

ერასტის ყოველთვის ჰქონდა კულინარიის მიმართ მაღალი ინტერესი. როგორც თავად გვიყვება, თავდაპირველად სპორტსმენის პროფესია აირჩია და წლების განმავლობაში მკაცრად იცავდა ჯანსაღი კვების რეჟიმს. სწორედ ამ რეჟიმმა მისცა მოტივაცია მოემზადებინა მრავალფეროვანი ჯანსაღი კერძები. როდესაც მზარეულის პროგრამის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა ხელიდან არ გაეშვა ეს შანსი და პროფესიულ დონეზე შეესწავლა მზარეულის საქმიანობა. დაეუფლა როგორც ქართული, ისე ევროპული კერძების მომზადების ტექნოლოგიებს.

“ძალიან მომწონს აქ მუშაობა, იდეალური გარემოა იდეალური თანამშრომლებით. თევზით სხვადასხვა კერძს ვამზადებ, ხშირად მივმართავ ექსპერიმენტებს, სხვადასხვა სანელებლის გამოყენებით ახალ გემოებს ვქმნი. ჯერჯერობით ეს გარემო ძალიან მაკმაყოფილებს, სრული თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა მაქვს” – აღნიშნავს ახალგაზრდა მზარეული.

მზარეულის დუალური პროფესიული გადამზადების სასწავლო პროგრამა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, 2018-2020 წლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content