დასრულდა სასწავლო ვიზიტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების წარმომადგენლებისთვის ლიეტუვაში

დასრულდა სასწავლო ვიზიტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების წარმომადგენლებისთვის ლიეტუვაში.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ლიეტუვას რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის სამინისტოს წარმომადგენლებს და შვენჩიონის მუნიციპალიტეტის მერს.

ვიზიტის წევრები გაეცნენ ლიეტუვაში სოციალური სერვისების მიწოდების და ორგანიზების თავისებურებებს. გაიმართა დისკუსიები სოციალურ სფეროში არსებული გამოწვევების ირგვლივ. მასპინძლებმა სტუმრებს გაუზიარეს წარმატებული გამოცდილების მაგალითები. მოინახულეს როგორც საოჯახო ტიპის, ასევე სათემო ბავშვთა სახლები. ეწვივნენ ტრადიციული ხელნაკეთების ცენტრს, სადაც ჩართული არიან თერაპიულ საქმიანობებში შშმ ბავშები და პირები.

სასწავლო ვიზიტი პროექტის ,,სწავლა მეგობრებისგან – პროფესიული გამოცდილების გაზიარება შშმ პირებთან მუშაობისას’’ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content