2023 წლის 25 მაისს, ახალციხეში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის – დემოკრატ მესხთა კავშირის (UMD) ორგანიზებით გაიმართა მოხალისეობის ფორუმი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, პროექტის წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. ფორუმზე, სამცხე-ჯავახეთის მხარეში მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა თავიანთი საქმიანობის (CSOs; CBOs) გამოფენა მოაწყვეს და ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცეს დარეგისტრირებულიყვნენ მოხალისეებად. აქვე, დემოკრატ მესხთა კავშირის (UDM) მოხალისეების სტენდთან ფორუმის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ.
გარდა ამისა, ფორუმზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ რეგიონში არსებულ მოხალისეობის საუკეთესო ისტორიები. ცალკე გამოყოფილ სივრცეში ახალგაზრდები ჩაერტნენ სხვადასხვა ვიქტორინებში და მოესმინეს ციფრული მოხალისეობის პლატფორმის – VOLUNTEER.GE-ს პრეზენტაცია.
ფორუმის დასასრულს გაიმართა კამპანია „ეს ქვეყანა შენია“-ს ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია მოხალისეობის შესახებ. ფორუმი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.