თბილისში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა წარმოადგენს.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა, საიდანაც 3.8 მილიონი უშუალოდ ევროკავშირის კონტრიბუციაა. აქედან, მილიონ ლარამდე გათვალისწინებულია საგრანტო კომპონენტზე, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გაიცემა 80-მდე გრანტი.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი(KAS) ხელმძღვანელობს. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG) და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC)
პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.