სამოქალაქო კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩაბმული ამ პროცესში
და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მოწვეულ ექსპერტებთან დისკუსიებშიც შედიან.
წარმატებული ახალგაზრდა ზაზა ზანგურაშვილი ქ. ქუთაისის 21 საჯარო
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი იყო და დღეს ის უკვე ქ. თბილისში სახალხო დამცველის
აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია.
,,მომავლის თაობის“ ონლაინ კონფერენცია ზაზასთან ერთად გაიმართა
თემაზე ,,სახალხო დამცველის მანდატი და შესაძლებლობები“. თემის განხილვის ფორმატი კითხვა–პასუხის
რეჟიმში წარიმართა, დიდი ინტერესი გამოხატეს ბავშვებმა საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებზე.
ყველაფერი ბავშვთა უფლებების შესახებ ბავშვებმა პროფესიონალისგან მოისმინეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის კვალიფიციური პასუხები ,,მომავლის
თაობის“ წევრებისთვის საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის აღმოჩნდა.
პროგრამა „მომავლის თაობა” მიზნად ისახავს სკოლებში სამოქალაქო
განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას, მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.პროგრამა ხორციელდება საქართველოს
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ.
იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.