ონლაინ შეხვედრა – საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის განსაზღვრა

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ონლაინ ფორმატში აგრძელებს მრგვალი მაგიდის შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს იდეის და დებულების“ განხილვის მიზნით.

30 სექტემბერს მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონების მასშტაბით შედგა შეხვედრა. შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობების, კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელის (CCC) წევრი სამოქალაქო ორგანიზაციების, აჭარაში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საკოორდინაციო საბჭოს მიზნის და ორგანიზაციული სტრუქტურის (კომიტეტები, მონაწილეთა რაოდენობა, რეგიონალური დაფარვა და სხვა) განსაზღვრას, საბჭოს დებულების პუნქტების განხილვას (კონკრეტული მიზანი, წევრთა მიღების პროცედურა, შეხვედრების სიხშირე და ა.შ) და დოკუმენტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობას;

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.

ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა თანამშრომლობის ქსელითან (CCC) პარტნიორობით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content