საგურამოს დღის ცენტრს “იალონი” “როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი”-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ

დღეს საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრს “იალონი” “როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი”-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს და ანიმატორების პერფორმანსით გაამხიარულეს.

ცენტრის ბენეფიციარები აქტიურად ჩაერთვნენ პერფორმანსში და მათთან ერთად შეასრულეს თეატრალური და მუსიკალური ნომრები. მსგავს კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციას და დადებითად აისახება მათ განწყობაზე.

“როტარი კლუბი თბილისი ამბასადორი” დღის ცენტრის ხშირი სტუმარი და დიდი ხნის მეგობარია. კლუბის დახმარებით და ჩართულობით დღის ცენტრში არაერთი ღონისძიება და აქტივობა განხორციელებულა.

რეგულაციების სრული დაცვით დღის ცენტრების ოპერირების შესაძლებლობა ორგანიზაცია „რენოვაბის“ (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოგვეცა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content